ბალანსის დაფა - ერთადერთი იდეალური საშუალებაა ისწავლო ან გაიუმჯობესო წონასწორობა სახლიდან გაუსვლელად. ზუსტად იმ ზომისაა, რომ ნებისმიერ დროსა და ნებისმიერ ადგილას შეძლო განავითარო ის უნარები და ხრიკები, რაც საჭიროა სკეიტბორდისთვის, იოგასთვის, სნოუბორდისთვის და ნებისმიერი დაფის სპორტისთვის. ჰო, სერფინგისთვისაც 🏄.
ყველაზე კარგი ისაა რომ ეს ყველაფერი შეგიძლია სახლიდან გაუსვლელად და ამიტომ არც განსაკუთრებული ამინდია საჭირო. ბალანსის დაფა-შედგება რა თქმა უნდა დაფისგან და მსუბუქი საგორიალოსგან, რაც საშუალებას გაძლევს ატრიალო დაფა ნებისმიერი მიმართულებით, მაგრამ დაფას დავუყენეთ სპეციალური შემაკავებლები, რომ ძალიან არ გასცდე ნაპირებს 😉
ბალანსის დაფა მშვენიერი სავარჯიშო სიმულატორია:
მუცლის, წელის, საჯდომის და ფეხის კუნთების გასავარჯიშებლად;
წონასწორობის გასაუმჯობესებლად 🤹 როგორც ბორდის, ასევე მოტო და ველო სპორტისთვის;
საკუთარი თავის რწმენის გასამყარებლად;
ზე-ემოციების გამოსამუშავბელად;
თუმცა შეგიძლია შენს ყოველდღიურ ტრენაჟორის რუტინასაც დაამატო. სახალისო და ჩამთრევი საშუალება-ისწავლო და მოემზადო ყველა ტიპის დაფის სპორტისთვის, იქნება ეს ცნობილი სკეიტბორდინგი, სნოუბორდინგი თუ ნაკლებად ცნობილი სკიმბორდინგი და სერფინგიც კი.
ამ ვიდეოში იხილავთ სახალისო ვარჯიშებს 👇
დაფა დამზადებულია ეკოლოგიურად სუფთა მასალისგან აქ, საქართველოში 😎