უფასო მიწოდება თბილისში!

წესები და პირობები

აღნიშნული ვებგვერდი წარმოადგენს მცირე მეწარმე - მარიამ ფანქველაშვილის (პ/მ 01025016971) (შემდგომში მოხსენიებული, როგორც "ჩვენ" ან "აისქრიმი") საკუთრებას.

თუ თქვენთვის ხელმისაწვდომია ამ საიტზე შესვლა და შეკვეთის განთავსება, ესეიგი თქვენ ეთანხმებით ჩვენი ხელშეკრულების პირობებს. წესები და პირობები შესაძლოა განახლდეს. ვებგვერდის ყოველი გამოყენება გულისხმობს, რომ თქვენ ეთანხმებით ამ ცვლილებებს.

თუ არ ეთანხმებით ქვემოთ მოცემულ წესებსა და პირობებს, გთხოვთ, შეწყვიტოთ ვებგვერდის გამოყენება.

აისქრიმი

აისქრიმი საქართველოში მოღვაწე ონლაინ მაღაზიაა, სადაც მომხმარებელს შეუძლია შეიძინოს სხვადასხვა პროდუქცია.

1. ვებგვერდით სარგებლობისას თქვენ:

ადასტურებთ, რომ ხართ სრულწლოვანი 18 წელს მიღწეული ქმედუნარიანი პირი, ან 16 წელს მიღწეული პირი და გაქვთ ნებართვა შესაბამისი პირებისაგან დადოთ წინამდებარე ხელშეკრულება, მიიღოთ ვებგვერდის საშუალებით მომსახურება და განკარგოთ შესაბამისი თანხები;

დაიცავთ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვებგვერდით სარგებლობის პირობებს;

წარმოადგენთ ჩვენს მიერ მოთხოვნილ ინფორმაციას სრულად და ზუსტად, რათა ისარგებლოთ ჩვენი მომსახურებით;

დაიცავთ საავტორო და ინტელექტუალურ უფლებებს, არ განახორციელებთ ვებგვერდზე არსებული ინფორმაციის სრულად ან რაიმე ნაწილის კოპირებასა და გავრცელებას ნებისმიერი სახით და მიზნებისათვის;

მკაცრად დაიცავთ თქვენი პირადი ანგარიშის უსაფრთხოებას და კონფიდენციალურობას, არ გაუმჟღავნებთ ნებისმიერ მესამე პირს თქვენი გვერდის უსაფრთხოების ანგარიშებს, რათა დაცული იყოს თქვენს პირად ანგარიშზე ინფორმაცია;

არ განახორციელებთ ისეთ ქმედებებს, რომელიც მიმართულია სხვა მომხმარებლის პირადი და კონფიდენციალური ინფორმაციის, მათ შორის ანგარიშის უსაფრთხოების კოდების გაგებისაკენ და სხვა მომხმარებლის პირადი აქტივის განკარგვისაკენ;

არ გაასაღებთ თავს სხვა მომხმარებლად ან არ გამოიყენებთ სხვა მომხმარებლის პირად მონაცემებს და გვერდს;

არ განახორციელებთ ისეთ ქმედებას, რომელიც საფრთხეს უქმნის ვებგვერდის ან მომსახურების გამართულ ფუნქციონირებას.

არ განახორციელებთ ისეთ ქმედებას, რომელიც აკრძალულია კანონმდებლობით, ამ ხელშეკრულებითა და მსგავსი ვებგვერდების საშუალებით მომსახურების მიღებისათვის დამკვიდრებული წესებით;

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ თუ ვებგვერდზე შესვლა შეუძლებელია, შეფერხებულია ან შეზღუდულია ან თუ ვებგვერდი არ მუშაობს სწრაფად და გამართულად, არსებობს დიდი ალბათობა , რომ თქვენ ვერ შეძლოთ მომსახურების მიღება და გადახდა დასრულდეს წარმუმატებლად. გაუგებრობების თავიდან აცილების მიზნით ვალდებული ხართ თავი შეიკავოთ ვებგვერდის გამოყენებისაგან/ მომსახურების მიღებისაგან. იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული გარემოებების მიუხედავად თქვენ მაინც აგრძელებთ ვებგვერდით სარგებლობას, დამდგარ შედეგებზე და რისკზე პასუხიმგებელი ხართ თქვენ.

2. რეგისტრაცია

პროდუქტის შეძენა შესაძლებელია საიტზე პროდუქტის შეკვეთის საფუძველზე (რეგიტრაციის შემდეგ).

რეგისტრაციის ან საიტზე ინფორმაციის შეყვანის შემთხვევაში თქვენ დაეთანხმებით იმას, რომ წარადგენთ მხოლოდ ზუსტ, სრულ სარეგისტრაციო ინფორმაციას და მოახდენთ ამ ინფორმაციის განახლებას თუ ის შეიცვლება. დარეგისტრირებისას თქვენ მიიღებთ ინდივიდუალურ მანდატს სისტემაში ავტორიცაზიისათვის (თქვენი სახელით და პაროლით შესვლა „ანგარიშს“). გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ანგარიშის შექმნისას გამოყენებული პაროლი უსაფრთხოების მიზნით არ უნდა გაუზიაროთ მესამე პირს.

გაითვალისწინეთ, რომ მითითებული ელ.ფოსტა და საკონტაქტო ნომერი უნდა იყოს აქტიური, შეკვეთის დამუშავებისას ყველა საჭირო ინფორმაციას ძირითადად ელ.ფოსტაზე მიიღებთ.

3. მომხმარებლის შესახებ ინფორმაცია და მისი გამოყენების პირობები

ჩვენ ვაგროვებთ ორი სახის ინფორმაციას ჩვენი მომხმარებლების შესახებ: პირადი საიდენტიფიკაციო ინფორმაცია და არაპირადი საიდენტიფიკაციო ინფორმაცია.

პირადი საიდენტიფიკაციო ინფორმაცია არის ინფორმაცია, რომლის მეშვეობითაც ხდება კონკრეტული მომხმარებლის იდენტიფიკაცია:

როგორიცაა თქვენი სახელი და გვარი, პირადი ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი, სქესი და დაბადების თარიღი.

აღნიშნულ ინფორმაციას ვითხოვთ როდესაც თქვენ ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით ერთვებით რაიმე აქტივობაში, მაგალითად რეგისტრირდებით ან ახდენთ პროდუქტის შეძენას. პროდუქტის საფასურის გადახდისას ჩვენ შეიძლება ასევე გთხოვოთ წარმოადგინოთ თქვენი ბარათის ნომერი, ვადის გასვლის თარიღი, აუტენტურობის კოდი ან სხვა შესაბამისი ინფორმაცია. ეს უკანასკნელი არ ინახება ჩვენს ვებგვერდზე, რადგან გადახდა ხდება ჩვენი პარტნიორი უნიფეის დაცული გვერდიდან. აქედან გამომდინარე, ჩვენ ხელი არ მიგვიწვდება თქვენი ბარათის ინფორმაციაზე.

თქვენ მიერ მოწოდებული ინფორმაცია შესაძლებელია გამოყენებული იქნას:

თქვენი შეკვეთის დასამუშავებლად,  სტატისტიკური მოსაზრებით, მომსახურეობის გაუმჯობესების მიზნით, ვებგვერდის სამართავად, სპეციალური შეთავაზების გასაკეთებლად და თქვენთვის ინფორმაციის მოწოდების მიზნით.

4. ანგარიშსწორება

ანგარიშსწორება შესაძლებელია საქართველოში მოქმედი ნებისმიერი ბანკის საკრედეტო ან სადებეტო ბარათის საშუალებით. ბარათის გამოყენებისას, ადასტურებთ, რომ ბარათი თქვენ გეკუთვნით ან მფლობელისგან გაქვთ ბარათის გამოყენების უფლება.

პირადი საბანკო მონაცემების შეყვანა ხდება უშუალოდ უნიფეის გადახდის გვერდზე, რაც სრულად უზრუნველყოფს მონაცემთა დაცვასა და უსაფრთხოებას.

5. მიწოდება

ვებგვერდზე შეძენილი ნივთი შეკვეთიდან 3 სამუშაო დღის ვადაში მოგეწოდებათ შეკვეთისას მითითებულ მისამართზე. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ნივთი უნდა ჩაიბაროს იმ პირმა, ვინც შეკვეთა განახორციელა. აუცილებელია, შეკვეთის მიწოდებისას დაათვალიეროთ პროდუქტი და მიღება-ჩაბარებაზე ხელმოწერით დაადასტუროთ პროდუქციის ადრესატისთვის ჩაბარება.

მიწოდების ვადების გადაცდომის შემთხვევაში, შეგატყობინებთ მითითებულ ელ.ფოსტაზე ან მობილურ ნომერზე. 

6. უკან დაბრუნება

გთხოვთ, კურიერის მოსვლისას, კარგად დაათვალიეროთ ნივთი.

თუ თვლით, რომ ნივთი არ იქნა სწორად აღქმული და შეფასებული - შეკვეთის მიღებიდან 2 დღის განმავლობაში თქვენ შეგიძლიათ მისი უკან დაბრუნება.

დაბრუნების სურვილის შემთხვევაში, მოგვწერეთ სოციალურ ქსელში ან ელ.ფოსტაზე sales@i-scream.club

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ დაბრუნების შემთხვევაში, ნივთი არ უნდა იყოს დაზიანებული და იმ ფორმით უნდა დაბრუნდეს, რა ფორმითაც კურიერმა მოგაწოდათ მისამართზე.

8. კონტაქტი

წესებსა და პირობებთან დაკავშირებული კითხვების ან რაიმე დეტალების დაზუსტების სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ, მოგვწეროთ ელ.ფოსტაზე sales@i-scream.club ან სოციალურ ქსელში შემდეგ მისამართზე: fb.com/iscreammm